განუსჯელობა.
საინტერესო სიტყვაა არა?
არც ისე ხშირად მიპყრობს ხოლმე, მაგრამ ხანდახან ისეთი ძლიერია, სამყაროს შეცვლის, ჩიტებს დახოცავს ქალაქის თავზე, მანქანებს შეაჯახებს ყველა ფეხით მოსიარულეს.
მშვიდად მაშინ ხარ, როცა აღარაფერია დასაკარგი, დაკვირვებიხართ?
თუ სიმშვიდე მოვიდა, ანუ დანარჩენი ყველაფერი აორთქლდა, აზრი დაკარგა და ისევ ორფეხა არსებად გადაიქეცი სასიცოცხლო ინსტინქტებით.
ჩვეულებრივი ამბები არაჩვეულებრივი შეფუთვით. მიუშვი თითები და თავისით დაწერს. რა გაძინებს ნეტავ, რა გაცინებს ნეტავ, რა გიხარია ნეტავ, რას დადიხარ ნეტავ, რას რეკავ და ვის ურეკავ ნეტავ, რაზე ზრუნავ ნეტავ.





კომენტარები:
რა კარგი აღწერა გაქვს ბლოგის. სენტიმენტალური და ბრედბერისეული :)
მადლობა : )
ბრედბერის წლებია ახლა, წესით სხვაგან და სხვანაირად უნდა ვყოფილიყავით 2009-ში :)
:D