სასკოლო პროგრამიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკას სახელი იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის გამო ეწოდა. ნაკლებადაა ცნობილი, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ორიოდ საეჭვი ღირებულების წერილი არსებობს. კიდევ უფრო ნაკლებად კი ის, რომ ამერიგო ვესპუჩის მეტად იშვიათი სახელი უნგრელი წმინდანის საპატივსაცემოდ დაარქვეს.
სახელი “ამერიგო” იგივეა რაც “ამერიკუს” და “ემერიკ”, რაც 1031 წელს ტრანსილვანიაში აღსრულებული უნგრელი წმიდანის იმრე არპადის ლათინიზირებული ფორმაა. წმინდა იმრეს შესახებ ინფორმაცია მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 31 წლის მეფისწული დღევანდელი რუმინეთში ნადირობისას ტახმა იმსხვერპლა და მისი ს




