all inclusive
ანუ
ყველას, ვინც ოდესმე...
ხელზე შემეხე „შემთხვევით“ ხელით
თუ გაგიშტერდა ჩემს მკერდზე მზერა
მე არც გელოდი, არც ახლა გელი
რისიც მჯეროდა, იმისვე მჯერა
ხელში აგყავდი ცეკვის დროს უცებ
ხანაც უბრალოდ წყალში მაგდებდი
ხან გარიდებდი კოცნის დროს ტუჩებს
ბერძენ ქალღმერთის სახელს მარქმევდი
თითქმის გიყვარდი, თავს გარიდებდი
შენ გხიბლავდი თუ მიყვარდი თვითონ
ხან არ გიცნობდი, ხან ვერ გიტანდი
ხან შენ ფიქრობდი - გამოვა ვითომ?!
ხან გპოულობდი, ხან შენ მეძებდი
ვიკვეთებოდით ხანაც გზადაგზა
ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ იყავი





კომენტარები:
როგორ მაინტერესებს, ვინ არის ეს "მონდომებული" და "ჩასაფრებული" :))) ვის მოხვდა გულზე გარკვეული პოსტები და ვინ ცდილობს შურისძიებას ასე მდარედ და წაუკითხავად თან :))) menja terzajut smutnie somnenija... ;)
სხვათა შორის აზრის გამოხატვის სხვა საშუალებაც არსებობს, უფრო თამამი და თან სიტყვიერი :)
ისე, გმადლობთ, ყურადღებისთვის და რამდენიმე წამის დახარჯვისთვის :)
პ.ს. ტექნიკური პრობლემები/შეცდომები როგორც ჩანს ჯერ კიდევ ბევრია და ბევრი რაღაც გამოსასწორებელ-დასახვეწი. მაგრამ თავისთავად კარგია, რომ შეიქმნა ეს გვერდი. იმედია ნელ-ნელა ეშველება ყველაფერს და დაიხვეწება. ან - არც. არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა.
დამეზარა შესაბამისი თემის ძებნა და აქვე ვწერ ამას ამიტომ. წაიკითხავენ - ხომ კარგი, არ წაიკითხავენ - ეგეც არ არის პრობლემა. მოკლედ - ზოგადად მადლობა "შემქმნელებს" თუ "შემოქმედებს" :)
უბრალოდ კი არა მაგაეად წერ
:)