სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მხოლოდ სტანდარტული ეტლებით უზრუნველყოფს. ზოგიერთი ადამიანისთვის სტანდარტული ეტლით გადაადგილება შეუძლებელია. მათ ელექტრონული ეტლები ესაჭირეოებათ, თუმცა სახელმწიფო ასეთი ტიპის ეტლებით მომარაგების ვალდებულებას თავის თავზე არ იღებს. სახალხო დამცველის აპარატის თანამაშრომლები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი ირღვევა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს ელექტროსავარძლებით.
ჯანმრთელობ




