იღბალზე წუწუნი მეტ-ნაკლებად ყველას გვჩვევია! მრავალი მიზეზით შეგვაქვს ეჭვი საკუთარ ქუდბედიანობაში. ავტობუსმა ორი წამით გაგასწროთ და სამსახურში დაგაგვინდათ? ბედია! ქუჩაში წყნარად მიდიოდით და უახლოესი კორპუსიდან გადმოსროლილი ნაგვის პარკი მაინცდამაინც თქვენ დაგეხეთქათ თავზე? ეგეც ბედია! ერთადერთხელ იმგზავრეთ უბილეთოდ და მაშინაც კონტროლიორებმა დაგიჭირეს? ეგ ხომ ბედია და ბედი!
სხვაზე რა ვილაპარაკო, მე თვითონ სისტემატურად ვწუწუნებ უიღბლობის შესახებ! საკმარისია მცირე შეფერხება გეგმებში და მაშინვე ბედის არქონას ვუჩივი! ეს ისე, გაუაზრებლად ხდება, ავტომატურ რეჟიმში, იმიტომ, რომ რეალურად, ისიც გასარკვევია, მჯერა თუ არა ბედის, მაგრამ წუწუნით კი




