ხმაური იყო, თუ მომეჩვენა ?
ფხიზელი ძილი მაქვს. პატარა ჩქამიც მაღვიძებს. მერე სანამ მივხვდები, რომ ცრუ განგაშია, გადავამოწმებ. ისე ხშირად ხდება, თითქმის არც მძინავს. არადა პირიქით ჰგონიათ. არ მძინავს ხოლმე მე, არა!
!მოსასხამი სად მაქვს ნეტა.უმაგისოდ ვერ გავიხედავ, შემცივდება. სულ გაიყინა ბრეინლანდია. ძალით ყინავს. ხანდხან ისეთი უ–აზრობები ჩამოივლიან ხოლმე, ვფიქრობ ხელი ავიღო ამ სამუშაოზე და თავს ვუშველო.
ახალგაღვიძებულზე წუწუნი მოვასწარი და ზოგი არც მიცნობთ. თქვენი მონამორჩილი, მუზმუზელა ვარ. რა გაგიკვირდა ? ჩემი სახელის სრული ვერსიაა. ასე დამარქვეს და ბარათშიც, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს, ასე წერია.





კომენტარები:
მორჩა,ამიერიდან ვმეგობრობთ და ვვითარდებით Zurriuss.ge–ზე :)))