წარმოიდგინეთ ერთი თვალი რომ გქონდეთ, რა მოხდებოდა? ნაცნობს ქუჩაში თვალს ვერ ჩაუკრავდით. ერთი წუთით დაფიქრდით, ორის ნაცვლად ერთი ხელი რომ გქონდეთ შეძლებდით თუ არა საყვარელ ადამიანთან გემრიელად ჩახუტებას? როგორ დაზარალდებოდით, თუ უინტერესო ინფორმაციას ერთ ყურში შეუშვებდით, მაგრამ არ გექნებოდათ მეორე ყური მის უკან გამოსაშვებად? ან სულაც ფეხსაცმლის ფაბრიკებში რამდენი სამუშაო ადგილით ნაკლები იქნებოდა წყვილის ნაცვლად მხოლოდ ცალი ფეხსაცმლის დამზადება რომ იყოს საჭირო? დამეთანხმებით, რომ ჩვენთვის, 2-ფეხა ადამიანებისთვის, 2-ის არსებობა უკიდურესი აუცილებლობა თუ არა, მიზანშეწონილი საჭიროება ნამდვილად არის. კიდევ გამახსენდა ერთი რამ მაგრამ ის სამი გამო