რაც თმის სამაგრებს შეეხება, საერთოდ არ ვხმარობ. ჩემი გაგებით თმა გაშლილი უნდა იყოს, თუნდაც გაწეწილი. ეს ჯობია თმაზე უაზროდ, უშინაარსოდ და უფორმოდ გაბნეულ ზიზილ-პიპილოებს. თუმცაღა აქსესუარებს რაღა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ჩემი 3 აქსესუარი, რომლის გარეშეც შეიძლება ითქვას მიჭირს სახლის დატოვება:1. საყურე - პირველად ჩემს ყურზე 12 წლის წინ აქანქარდა. ახლა ვხვდები რომ ზედმეტად მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. არ მაქვს საყვარელი საყურე, ყველა რაც მაქვს ერთნაირად საყვარელია. ჩემი კოლექციიდან ჩემს მიერ შეძენილი საყუ