უ ბ რ ა ლ ო დ
→
24 სექტემბერს დაკარგული ქალიშვილობა- იძებნება
სათაური არ შეიმჩნიოთ! ან შეიმჩნიეთ და განაგრძეთ კითხვა. დღეს ამ მოსაწყენ თემაზე, როგორიც ქალიშვილობაა არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :D
”-ქალიშვილობა დავკარგე 24.09.09”
”-დაგეხმარები მოძებნაში 15.01.10”
ესეთი შეხმატკბილებული დიალოგი წავიკითხე დღეს ავტობუსის სკამის ზურგზე . ჯერ გავვოცდი , მერე გამეცინა და მერე წავედი ფიქრებში.
წარმოვიდგინე რეალური სიტუაცია ( არა ის არა რაც თქვენ იფიქრეთ) - ვინმე ორი ლაწირაკი ჯდება ავტობუსის უკანა სკამებზე. მათ წინ ზის ორი ”დაქალუშკა” გოგო , რომლებიც ხმამაღლა ყვებიან თაკოს დაბ.დღის ამბავს და იცინიან და ა.შ. ”ლაწირაკები” ყურს უგდებენ ”დაქალუშკებს” და შიგადაშიგ ხორხოცობ