ყველასათვის ცნობილმა მოდის სახლმა ARMANI და ასევე არანაკლებ ცნობილმა სპორტულმა ფირმამ – REEBOK, ძალები გააერთიანეს სპეციალური კოლექციისათვის, რომელიც ერთდროულად მოდური და აქტიური ცხოვრებისათვის შესაფერისი იქნება.
მათი ერთობლივი ნაწარმის გაყიდვა 2010 წლის ივლისი-აგვისტოსთვის იგეგმება. კოლექციაში წარდგენილი პროდუქცია გაიყიდება როგორც Emporio Armani-ს ყველა “ბუტიკში” ასევე იმ მაღაზიებში, რომლებიც Reebok-ის ბრენდით ვაჭრობენ.
ჯორჯო არმანის განცხადებით Reebok-თან თანამშრომლობა თანამედროვე ცხოვრების აქტიურმა სტილმა განაპირობა. თანაც მისი თქმით ყოველთვის ძალიან საინტერესოა ისეთ პროფესიონალებთან მ