მივადექი საიტის შეტყობინებების (notifications) ნაწილს და ბლოგი ძალიან რომ არ მივივიწყო, ნანახის მიმოხილვას აქ გავაკეთებ
შეტყობინებებში ვგულისხმობ მომხმარებელს რომ პატარა ღრუბელი გამოუჩნდება ხოლმე ”თქვენ მიიღეთ ახალი შეტყობინება”, ან ”თქვენს თემას აქვს ახალი გამოხმაურება”.. ან ჩატის ანალოგი ავიღოთ.. ეს არის შემთხვევა, როდესაც სერვერზე ხდება რაღაც მოვლენა და კლიენტს უნდა მიუვიდეს ამის შესახებ ინფორმაცია.
რადგან სერვერი ვერ იქნება ინიციატორი, აუცილებელია რომ პირველად მოთხოვნა კლიენტისგან გაიგზავნოს. პრობლემა კი იმაშია, რომ კლიენტმა წინასწარ არ იცის მოვლენა როდის მოხდება სერვერზე.
ამ ამოცანის გადასაჭრელად ძირითადად ორ გზ