ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი
→
დაბრუნება ბათუმში
ხანდახან საშინლად მინდა ჩანთა ჩავალაგო და წავიდე, უცნობ ქალაქებში ვიხეტიალო, სადმე პატარა კინოში ან თეატრში შევეხეტო საღამოს, უკანა რიგში მოვკალათდე და ადამიანებს დავაკვირდე... მაწანწალობა მინდება ცოტათი, მაგრამ ბურჟუა მაწანწალა გაგიგიათ?! კომფორტი მიყვარს, რბილი საწოლი და გემრიელი ყავა. არ გამოვდგები მაწანწალად ერთი სიტყვით, არსად წავალ გარანტირებული მინიმალური კომფორტის გარეშე.
ბევრიც არ მიწანწალია, სულ ორიოდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველგან მომწონს. საერთოდ ყველა ქალაქი მიყვარს, სადაც კი ვყოფილვარ. არ მაქვს დიდი მიჯაჭვულობის გრძნობა მშობლიურ ადგილებთან, ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც საინტერესოდ შეიძლება ცხოვრება, ოღონდ სუ