ბრენდის სამზარეულო
→
კაუჩუკიდან რეზინამდე ანუ ვულკანიზაცია
მანქანა გავძარცვე. „კადილაკის" მოპარუ-ლი საბურავების საფასური 30 ათას დოლარს შეადგენდა. ასე, რომ 16 წლის ასაკში, საბურავების მოპარვის გამო დამაპატიმრეს. ციხეში ყოფნისას რადიოს მოსმენის ბედნიერება მქონდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ელვის პრესლის სიმღერა - „ახლა ან არასოდეს". როდესაც გამათავისუფლეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ საქმეს არასოდეს დავუბრუნდები! - ასე დაიწყო ბარი ვაითის მუსიკალური კარიერა. თუმცა, დღევანდელი ბრენდის ისტორია ნაკლებად უკავშირდება ამ მომღერალს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ კადილაკის საბურავები კომპანია „გუდიარს" ეკუთვნოდა.
კომპანია „გუდიარის” ისტორია და პროგრესი პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარე