Style of Life
→
წამკითხველი
არა, ეს პოსტი მიშელ დევილის ფილმზე არაა. ის ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების და სხვა ტექსტების წამკითხველ მოწყობილობებზეა – ანუ E-Reader-ებზე. ჩემმა კარგმა მეგობარმა NataSi-მ მთხოვა – იქნებ, მათ არჩევაში დამეხმაროო (ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მე წიგნების კითხვის ამბავში რაღაც გამეგება. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ სათვალეს ვატარებ… თუმცა, სინამდვილეში, ჩემი 100%-იანს აცდენილი მხედველობა გენეტიკის ამბავია. [...]