უ ბ რ ა ლ ო დ
→
წინასადაბადებისდღეო განწყობა
ძალიან მეზარება ამ პოსტის დაწერა , მაგრამ რატომღაც ვაიძულებ თავს, თუნდაც იმიტომ რომ ისტორიას შემორჩეს ჩემი წინასადაბადებისდღეო განწყობა და შემდეგ წელს ვთქვა - მაშინ რა უაზრო ხასიათზე ვიყავი და ახლა რა კარგადვარმეთქი :)
არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ რაც წლები გადის მით უფროდაუფრო აღარ მიხარია და უფროდაუფრო მეზარება. მახსოვს როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ დღეს, როგორ მიფანცქალებდა გული 12 საათის დადგომისას,როგორ ველოდებოდი ბალიშის ქვეშ საჩუქრებს: ) და ა.შ. ახლა კიდე ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად არის და ვიცი რომ ხვალეც ასე იქნება როგორც დღეს.. ვფიქრობ რატომ ვარ ასე და რატომ აღარ მიხარია, რატომ გავხდი ასე უჟმური და უხასიათო დაბადებ