ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს), “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და დღეს ვუყურე მაივიდეო