ყოველთვის როცა ახალ ბლოგს ვიპოვი და იქ რაიმე კარგ პოსტს წავიკითხავ პირველი კითხვა რომელიც მიჩნდება არის "ვინ არის ბლოგის ავტორი?" და ყოველ კუთხე-კუნჭულში ისე მოურიდებლად ვიწყებ ავტორის ძებნას როგორც სახლში დაუკითხავად შესული სტუმარი მასპინძლის..რაც უფრო დიდ ხანს დაიმალება მასპინძელი მით უფრო კარგია,,. იდუმალების შეგრძნებას ამძაფრებს, მაგრამ გადაჭარბებით არაფერია კარგი, დიდხანს ლოდინიც არ მიყვარს, ასე რომ შესაძლებელია ისევე თავხედურად გავიჯახუნო კარი, როგორც შევაღე.... და გამახსენდა რომ არც ჩემს ბლოგზე წერია რამე ისეთი, რომელიც პასუხს გასცემდა კითხვას ვინ არის ბლოგის ავტორი?