უ ბ რ ა ლ ო დ
→
დაჩა ჩემი სიყვარული
არ გიოცნებიათ მწვანეში ჩაფლულ სახლზე ქალაქისგან მოშორებით - შაბათ-კვირას რომ აიკრიფავ შენს ნივთებს და რომ გაეშურები. საღამოს სხვენის აივანზე რომ დაჯდები წიგნით ხელში და სასიამოვნო სიგრილე რომ შემოგეფინება სახეზე.მაგარი შეგრძნებაა! ადრეც ვოცნებობდი ამაზე და ახლაც შიგადაშიგ.ხანდახან ხის სუნსაც კი ვიგრძნობ ხოლმე ამ ოცნებაში ჩაძირვისას...
გუშინ მეგობრების დაჩაზე ვიყავი მუხათწყაროში და ძალიან ვისიამოვნე. თბილი საღამო იყო ზამთრის დღეებთან შედარებით და კარგა ხანს გარეთა ხედით დავტკბით ,”ლეჟანკებზე” ვინებრივრეთ, ლუდი (ზოგმა ნემიროვიც :D) მივირთვით და ფოტოაპარატიც ჩავაჩხაკუნეთ რამდენჯერმე.