ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ქართველ პოლიტიკოსებს სასამართლოში უჩივლებს. კამერონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს პარლამენტში მისი ფილმი “ავატარი” რამდენჯერმე ახსენეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებულ დებატებში “ავატარი” ჯერ – გიორგი თარგმაძემ, ხოლო შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ახსენეს. ჯეიმს კამერონი თითოეული მათგანისგან 10 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს გიორგი თარგ