hexe's parrot
→
უაღრესად პირადი პოსტი
დრო იყო. ზაფხულის დასასრული.
შებინდებისას
საეჭვოდ მარტოდ დარჩენილი ავუყევი ასევე საეჭვოდ მარტოდ დარჩენილ ჩაბნელებულ ქუჩას
და ამ ნაცნობ ქუჩაზე მეათესედ ამავალს ორი ლანდი დავლანდე სიბნელეში
ჩახუტებეულები
მეცნო ეს ჩახუტება, ეს ქუჩაც, ეს საღამოც
თუმცა ამას ვინ ჩივის ბიჭი არ მეცნოს მთავარია
ის რომ იყოს რა იქნება?
იქნება რომ რამე - წესით არაფერი, ყველაფერი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ დასრულდა.
ავდივარ და ვფიქრობ გამოვედი სიგიჟეების ჩადენის ასაკიდან თუ ჯერ კიდევ შეიძლება?
თუმცას სიგიჟეს რათ უნდა ასაკი?
ერთი ტირის და მეორე ამშვიდებს
და ამ ტირილ-დამშვიდებაში, ისე არიან გართულები