ეკაუკა
→
უბრალოდ ... სიყვარული
ამ უბედურებების ფონზე რა დროს სიყვარულია. ნამდვილად არაა სიყვარულზე ფიქრის დრო, მაგრამ ლაპარაკს მოყვა და...
არაფრით არ შემიძლია როცა ვინმეზე არ ვფიქრობ...ვინმე კონკრეტულზე... ჩემი თავშესაფარია ხოლმე ვინმეზე ფიქრი, ვინმეს მიმართ სიმპათია...ფაქტიურად სულ მქონდა ეგეთი პერიოდი, სულ ვიღაცაზე ვიყავი მიმართული - ან მიყვარდა, ან მომწონდა. ვიცი ბანალურია, არაფერია ამაში გასაკვირი და ორიგინალური, არც მაქვს პრეტენზია. ალბათ ადამიანთა 50 % ასეა ზუსტად, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ მე ასეთ დროს ვარ ძალიან კარგად, სიყვარულისა თუ მოწონების პერიოდი ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. ყოველთვის თავისდაუნებურად იქმნება სამყარო, სა