უ ბ რ ა ლ ო დ
→
მე და ჩემი ბიუჯეტი!
როგორც საკუთარ თავს და თქვენც დაგპირდით - ცხოვრებაში პირველად ვაწარმოე გასავლების ანუ ხარჯების თვიური ბალანსი . სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე, რადგან ყოველ საღამოს მიწევდა იმაზე ტვინის ჭყლეტა სად რამდენი დავხარჯე.
საბოლოო ჯამში თებერვლის ხარჯების გრაფიკი სახეზეა.
პასუხი იმაზე თუ რა სარგებელი მომიტანა ამ გრაფიკმა მარტივია- ჩემთვის ნათელი გახდა სად მიდის ჩემი ხელფასი!!! რათქმაუნდა აქამდეც ვიცოდი გარკვეულწილად რაში ვხარჯავდი ფულს მაგრამ მუდამ ეჭვი მეპარებოდა , რომ ნამეტანი ”მფლანგველი” ვიყავი, რომ არასწორად ვანაწილებდი ფინანსებს და ა.შ.
ამ ექსელის მარტივი ცხრილით კი დავინახე რეალობის ნამდვილი სურათი , რაც იმედ