ლიტერატურული კაფე კაპუჩინო
→
მუსიკა ბარიკადებზე
ეჟენ დელაკრუას აქვს ასეთი ნახატი – “თავისუფლება ბარიკადებზე”. ფრიგიული ჩაჩით თავშემოსილი და მკერდშიშველი მარიანა, ცალ ხელში დროშით, მეორეში კი ხიშტით, პარიზელებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. მარიანა საფრანგეთის სიმბოლოა, ფრანგი “ქართვლის დედა”, დელაკრუა – კლასიკოსი და ფრანკოფონების სიამაყე, მაგრამ ეს ტილო მაინც არ მომწონს. მხატვრობას პატრიოტული თემატიკა არ უხდება. აგიტაცია-პროპაგანდის ამოცანებს პლაკატი უკეთ ასრულებს. სხვა საქმეა მუსიკა. ჰეროიკული განწყობის გადმოსაცემად უფრო ეფექტური ხერხი [...]