1 წუთის წინ ვეკო დამემშვიდობა სკაიპში და დამიბარა, ხვალისთვის პოსტი დაიდოს ბლოგზეო. აი ასე, პოსტიო და მეც მექანიკურად გავხსენი ჩემი განუყრელი ოპერა ბრაუზერი და პოსტის დასაწერად შემოვედი. რა დავწერო კი მაგრამ? რას გაზაფხული მოვიდა, ჯერ არც ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. ერთი კი დავწერე, მაგრამ ნამეტანი უარყოფით ტალღაზე ვიყავი და თვითგვემა გამომივიდა. ვცდილობ მასეთ პოსტებს მაქსიმალურად მოვერიდო.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. ისევ რამეს ჩემზე დავწერ.
ორშაბათს ახალი სემესტრი დაიწყო. თითქმის ისევ ისეთი დღე იყო, როგორც პირველი სემესტრის დასაწყისი. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ წვიმდა და ნაცნობებიც უფრო ბევრი დამხვდნენ.