დადგა ჟამი პოსტის დაწერისა..
კი, ცოცხალი ვარ. არაფერი შემმთხვევია, გარდა იმისა, რომ ჩემი ძმა ზედ მიაკვდა კომპიუტერს და მხოლოდ დილით 1-2 საათით ვახერხებ აქ დაჯდომას..
ეს ისე..
დღეს 8 მარტია და საოცრად არ მაღელვებს. დედაჩემისთვის არ მიმილოცავს, გუშინ გამებუტა და ვიფიქრე, გადავრჩებოდი, მაგრამ დილით ეგზომ შეურაცხყოფილი სახით წამომადგა თავს და არ თვლი, რომ 8 მარტი უნდა მომილოცოო? უი, არ მახსოვდა-მეთქი (რა ვარ, რა. ვინც მე არ მიცნობს).
თურმე არსებობს ხალხი, უფრო სწორედ მდედრთა კატეგორია, რომელიც შეყვარებულს იმის გამო შორდება, რომ 8 მარტს არ ულოცავს.. ჰმ.. არა, რა მიკვირს.. ჩემთვის რომ 8 მარტი მნიშვნელოვანი იყ