ბრენდის სამზარეულო
→
Kingston VS. SanDisc
USB flash drive-ის (ფლეშკის) წარმოების პირველობას უამრავი კომპანია იბრალებს. სინამდვილეში, პირველი ფლეშკა სინგაპურში დაარსებულმა კომპანია - „ტრეკმა“ 2000 წელს გამოუშვა. ამას მოყვა ებრაული კომპანიის M-Systems-ის (2006 წლიდან ცნობილი, როგორც SanDisc) ანალოგიური პროდუქტის წარმოება, რომლის მარკეტინგს თავად IBM უზრუნველყოფდა. მსოფლიო ბაზარზე გამოსული ფლეშ მეხსიერება უკვე მაშინ 8 მბ-ს შეადგენა, რაც იმ პერიოდისათვის ხმარებაში არსებულ ფლოპი დისკის შესაძლებლობებს ხუთჯერ აღემატებოდა. რაც შეეხება ფლეშის ვიზუალურ მხარეს, დიზაინერები კვლავ ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას - ფორმები, ფერები, შეფუთვის მასალა მრავალფეროვანია. მეტიც, ზოგისთვის ეს ფუფუნების საგანია