Wonderland
→
Sunny's Ghost In Wonderland
"Wondering is the main reason why I was born"
Sophie "Sunny" Golden
Wonderland-ში არასოდეს ვყოფილვარ. დიდხანს არც მჯეროდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა, ან თუ არსებობდა, მე წავიდოდი...
ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ სრულიად უცხო ქალაქში გამოსული, იისფერპალტოიანი მოჩვენება ვარ, თმა ისე მაქვს სახეზე ჩამოყრილი, რომ ადამიანებმა ვერ დამინახონ და დავდივარ. ვიყურები აქეთ-იქით და ყველაფერი მიკვირს. ყველაფერი ისეთი უცხოა, მიწასაც სხვა ფერი აქვს და ხეებსაც, ადამიანებსაც კარგად ვერ ვარჩევ და ვიღიმები ჩემთვის. მოჩვენებებს თავისუფლად შეუძლიათ გიჟები იყვნენ და ცოცხალი ჭკვიანებისგან განსხვავებით,