მატიანე
→
გიორგი მაზნიაშვილი – მოგონებანი
1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელია. უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა (მოხსენება ეკუთვნოდა სამხედრო მინისტრის ამხანაგს). მე-11 არმია რომ სდგებოდა ბაქოში, ამას აცნობებდა [...]