ბიბლუსი
→
დიდი მხატვრების მეხუთე ტომი - ლეონარდო და ვინჩი
მოგესალმები ბლოგის მკითხველო.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლებლობა მეძლევა გავეცნო ყველა ახალ და საინტერესო წიგნს. ბოლო წიგნი კი, რომლითაც ძაალიან მოვიხიბლე, ”ლეონარდო და ვინჩია”. ”კვირის პალიტრის” წიგნების სერიიდან დიდი მხატვრები.
ეს არის წიგნი ლეონარდო და ვინჩზე. ადამიანზე, რომელმაც შემაყვარა მხატვრობა და ნუ, მთლად მხატვრად ვერა, მაგრამ მხატვრებისა და მხატვრობის შემფასებელ-დამფასებლად კი ნაღდად მაქცია ... პირველი ნამუშევარი კი, რომელიც წლების წინ აღვითქვი და რომელმაც აღმაფრთოვანა, ”ჯოკონდა” იყო და იმ წამიდან ოცნებად მექცა ამ ფანტასტიური ნამუშევრის ორიგინალის ნახვა. ასეა, ალბათ ყველას გვაქვს ”ის,