TaTu's Wor(l)d
→
"ცეკვა-სახლისლაგება"
დღეს მარტო, მაგრამ შესანიშნავად ვატარებ, როგორც უკვე ავღნიშნე ერთ "შორეულ პოსტში", მიყვარს მარტო ყოფნა... კარგ ხასიათზე ვარ... სასკოლოები დამთავრდა :) კარგი ამინდიც იყო. კურიოზიც მოხდა სკოლაში: დამლაგებელმა მასწავლებლიან კლასიანად არ შეგვიშვა საკლასო ოთახში, უნდა დავგავოო. მასწავლებელი ახალგაზრდაა და ვერაფერი უთხრა. წავედით სხვა ოთახში და 5 წუთში ეს დამლაგებელი იქ არ მოგვადგა! აუ, რაც ჩვენ ვიხალისეთ. ეხლა ეს უნდა დავგავო, წადით აქედანო. აქაოდა ახალგაზრდა მასწიაო, გაიჯეჯილა. ჩემს მოკაიფე კლასელ ბიჭებს ცოცხიც უთავაზა. აქ კი სერიოზულად აღშფოთდა თეონა მასწი. ამის მიუხედავათ ისევ იმ კლასში დაბრუნება მოგვიწია. მე ამას ასე არ დავტოვებო, კი დაი