hexe's parrot
→
რა დროს სარჩელია, პრეზიდენტი მოგვიკლეს!
"ვისაც არ ახსოვს თავისი წარსული განწირულია იმისთვის რომ თავიდან გაიმეოროს ის!"
და სულ რამდენიმე საათის წინ საკუთარი ისტორიის საფუძვლიანად დამვიწყებელი ერი შეიძლება ითქვას სამართლიანადაც გაიწირა
თან იმდენად ძლიერად რომ დაზუსტებით არ ვიცი ხვალ ჯიბის ფულის მოხსნას მაინც თუ შევძლებ ბანკომატიდან.
ვერ გეტყვით პროფესია მართლა ასე ძირფესვიანად ცვლის ადამიანს თუ პანიკიორი არც არასდროს ვყოფილვარ
ფაქტია რომ როდესაც ჩემი მეზობლები საშვილიშვილოდ დატვირთული ჩემოდნებით კიბეებზე ჩარბოდნენ მე მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში როგორ დამესრულებინა სარჩელის წერა რომელიც საკმაოდ პატივსადები მიზეზით შემაწყვეტინეს: "რა დროს სარჩელია პრეზი