ბევრმა არ იცის რა არის RSS. ცოტა ხნის წინ ქართულ ვიკიპედიაშიც გაიხსნა გვერდი RSS-ის შესახებ, სადაც მწირი, მაგრამ მაინც გასაგები ინფორმაციაა განთავსებული.
უნდა აღინიშნოს, რომ RSS ძალიან სასარგებლო რამ გახლავთ და მისი არხი საჭიროა რომ იყოს თქვენს ბლოგზე.
რა არის RSS?
RSS (იშიფრება როგორც “Really Simple Syndication” ან “Rich Site Summary“) არის გადამისამართება XML ფორმატში შექმნილი სპეციალური ვებ არხი, რომელიც გამოიყენება საიტის განახლებების გადასაცემად. ეს შეიძლება იყოს ახალი სტატია ბლოგზე, სიახლე, კომენტარი და ა.შ. მონაცემი შეიცავს როგორც ამ სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის მეტა მონაცემებს