"სოლის დარობა"
საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა – უთავო მხედარსაც კი თავზე გადავყვებით… თუ გვესტუმრა. ჩვენთვის, სტატუსი „სტუმარი“ იმდენად ძვირფასია, რომ მის სქესს, მრწამსს, რასას, ორიენტაციას, სოციალურ სტატუსს და მსგავს რაღაცეებს, ყურადღებას საერთოდ აღარ ვაქცევთ. მოკლედ, „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ დამოკიდებულება საქართველოში ისევ არსებობს და ჩვენს სტუმართ – მოყვარეობაზე მეტყველებს ისიც რომ, ამ ერთ პატარა აბზაცში სიტყვა „სტუმარი“ ამდენჯერ ვახსენე.
თუმცა, როგორც კი სტუმარი ხიზნად, მდგმურად, მოქალაქედ, ნათესავად და ნებისმიერ იმ სიტყვად გადაიქცევა, რომელიც მისი ჩვენთა