მწარეს პოსტმა შთამაგონა ამის დაწერა, თუმცა ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რაღაც ისეთ განწყობაზე დავდექი (თითქოს მინდა სოლიდარობა გამოუცხადო და თან ჩემი ტკივილიც გამოვხატო), თან ამინდიც ხელს მიწყობს ჩემი მელანქოლიური და თითქმის დეპრესიული განწყობის გაძლიერებაში.
შენი სურათი დღემდე იმალება ჩემი ამოუთქმელი აზრების ჩანაწერების ფურცლებს შორის და დროთა განმავლობაში ამოტივტივდება ჩემი მეხსიერების ზედაპირზე და ნერვებს მიწამლავს. время лечит??? რაღაც არ მგონია, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ. აღარ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება დავწერო შენზე, მაგრამ რაც დრო გადის დასაწაერი და საფიქრალი არ ილევა, პირიქით მატულობს და მატულობს. ამის მერე გინდა ადამიანმა დაიჯე