"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა..."
გოგო დათქმულ ადგილზე ელოდა. პირველი სერიოზული პაემანი და… დააგვიანდა. პატარა შეხვედრები აქამდეც იყო, მაგრამ საქმე სიყვარულამდე მისულ მოწონებასთან არასდროს ჰქონია. მანამდე, ერთმანეთს მხოლოდ საერთო მეგობრებთან თუ ხვდებოდნენ, ათასი ადამიანის გარემოცვაში. ჩვეულებრივი ყვავილები მიართვა, იაფიანი და ორიგინალურად შეკრული, როგორც ჩვეოდა. გოგოს ნორმალურად არც კი მიუქცევია ყურადღება, ზრდილობის გამო დასუნა. -აბა, რას ვაპირებთ, რომელ რესტორ