სალუტ ჰექს.
ათასჯერ მაინც წავშალე უკვე წერილის დაწყების პირველი წინადადება.
ჰოდა რა მჭირს არ ვიცი.
დიდი ხანი არ არის რაც შენს ბლოგს ვკითხულობ. ერთ დღეს შემოვედი სუულ შეთხვევით და გადავაწყდი პოსტს რომელიც შენს მეგობარს ეძღვნებოდა.
მერე მოვდივარ და ვრჩები ხოლმე. თითოეულ ახალ პოსტთან ერთად ძველ პოსტებსაც ვკითხულობ.
როგორი ხარ იცი? არაფერს ამბობ ზედმეტს. მშვიდი წყნარი ტემბრით მიყვები ამბავს შენს თავზე.ხან უბრალოდ ისტორიას და მე ვფიქრობ ხოლმე, წინ რომ მეჯდე ხელებზე სახეს ჩამოვაყრდნობდი და ისე მოგისმენდი.
ხან გეთანხმები ხან არ გეთანხმები. ხან ვფიქრობ ასე რატომ ფიქრობ.
ბევრი ხან და კითხვისნიშანი