უ ბ რ ა ლ ო დ
→
ჯიუტი თხები
მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე!
არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. დაეჯახნენ ერთმანეთს რქებით. ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ყირამალა გადაეშვნენ წყალში.
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან“
ერთი ჯიუტი რომ მეორე ჯიუტს შეხვდება და შემდეგ ორივე ერთად რომ გაჯიუტდება -თქვენ თუ იცით მაშინ რა ხდება?
ოჰოჰოოოოოო
მტრისას!