ერთ–ერთი ძირითადი თვისება, რაც ამო–ებს ახასიათებთ, ესაა მათი რეაქცია,მათი გამოჭერის მცდელობებზე, ჩამოგდებასა თუ გზის გადაჭრაზე. გზის გადასაჭრელად გაგზავნილ გამანადგურებლების მიახლოვებისას ამო–ები სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ზოგ შემთხვევაში, გამანადგურებლების მიახლოვებისას, ისინი უბრალოდ ქრებოდნენ, მაგალითად 1952 წელს ესეთი შემთხვევები ზედიზედ რამდენჯერმე მოხდა ვაშინგტონის თავზე.
1967 წლის მარტში NORAD–ის (ჩრდილო ამერიკის ავია–კოსმოსური თავდაცვის სამმართველო) დოკუმენტებში დაფიქსირებულ შემთხვევაში, მინიტმენის სარაკეტო ბაზის (ჩრდ. დაკოტა) თავზე, დაახლოვებით 150 მეტრის სიმაღლეზე, “ჩამოეკიდა” ამოუცნობი დისკოსე




