პოსტები ტეგით „აღმოჩენა“
აჰა, ნავსი გავტეხე და გადავწყვიტე დავწერო რამდენიმე სიტყვა…
ზიხარ (იურიდიულ) კონსულტაციაზე, მოდის მოქალაქე – ახალგაზრდა, სიმპათიური მანდილოსანი. წესით, თვალს უნდა უხაროდეს?! მაგრამ ასე რომ არ არის?! თან, იმიტომ კი არა, რომ ეს გოგონა სასიამოვნო გარეგნობის არ მქონეა! არამედ, ჩემი მწირი პრაქტიკული გამოცდილებიდან და ჩემს მიერ დაკვირვების შედეგად შედგენილი სტატისტიკიდან გამომდინარე, მსგავსი მახასიათებლებით გამოირჩევიან ის ახალგაზრდები, რომელთაც სურთ მეუღლესთან განქორწინება და ოჯახის დანგრევა.
ახლა არ შევუდგები იმის წერას თუ… აი, თქვენ რომ გიყვართ – სხვადასხვა მხრიდან განხილვა და ა.შ… არამედ, მსურს შევეხო ერთ (მაქსიმუმ) ორ ასპექტს, რომელიც ყველა სხვა დანარჩენთან ერთ
ვინც ჩემს ბლოგს ასე თუ ისე ადევნებთ თვალ-ყურს, გეცოდინებათ, რომ მცირე ხნის წინ გავაკეთე ჩანაწერი სიმონიკო ბერეჟიანზე.
მაშინ ერთ ფრიად საყვარელ ადამიანს, ბლოგერს, დავპირდი, რომ რაც კი მომეპოვებოდა, ზემოხსენებული ემიგრანტისა, მოვძებნიდი და გავუგზავნიდი. მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, თუ ჩემგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა არ შემიშალეს ხელი. მართალია, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ, აი, ისიც:
“ათი წლისა თუ ვიქნებოდი… ქართული ენის მასწავლებელი და თანაც ჩვენი კლასის დამრიგებელი, ჩვენი საყვარელი ლუარსაბ ბოცვაძე შემოვიდა კლასში. დაგვამწკრივა და ეზოში გამოგვიყვანა.
- ნეტა, რა უნდა ვითამაშოთ?
- ნერგები, ნერგები მოუ
ისევ ვიტყვი რომ მკიდია და არ მაინტერესებს
დავიბრალებ მეგობრობას, ამხანაგობას, ზე-გახსნილობას
ვიტყვი რომ არც ვეჭვიანობ და არც მაინტერესებს არაფერი
ვუსმენ და როცა ჩემთან ლაპარაკი მოუნდება ყოველთვის მოვუსმენ იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლებად ამისი პრობლემა მაქვს და ყველაზე მეტად ეს მომწონს ჩემს თავში რომ ხანდახან სხვისი პრობლემები უფრო ახლოს მიმაქვს, ვიდრე ჩემი საკუთარი..
და დროსთან ერთად ის, რასაც ხმამაღლა ვამბობ, რეალური ხდება ხოლმე, ანუ მართლა ვიკიდებ, მართლა აღარ მიჭერს გულზე როდესაც ისეთ რაღაცეებს ვგებულობ, რაც წესით უნდა მტკენდეს..
კიდევ ერთი მესიჯის ხმა.. კიდევ
ჩემთვის მეორეხარისხოვან (ხშირად არანაირ) როლს არ თამაშობს ის ფაქტი, თუ რაც გინდათ დაარქვით, ერთი რამ/ვინ რომ მეორეს სჯობს! რამდენადაც, მსჯობს მსჯობი არ დაელევა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, იმას რაც მირჩევნია.
ანუ, ეს ორი ცნება (სჯობს და მირჩევნია) ერთმანეთისაგან განსხვავებულია და თან ძალიან მწარედ.
სკოლაში სულ ამაზე მიდიოდა თამუნასა და დათოს შორის დავა. დათო იძახდა, რომ პარიზი ერჩივნა თბილისს. თამარი კი უმტკიცებდა, რომ ყმაწვილს იმის თქმა უნდოდა, რომ პარიზი კი არ ერჩივნა თბილისს, არამედ, პარიზი სჯობდა თბილისს. რომ გაიზრადნენ, დათო მიხვდა, რომ პარიზს მართლაცდა თბილისი ურჩევნია, მაგრამ თბილისს პარიზი ვერ სჯობს! და თა



