"ამორძალის ოცნება"
დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა:
“დალიე, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა
ობამას “დავუმესიჯე”:
“რა დედისგან ხარ შობილი?”
ბუს სამი კვერცხი გავყიდე
ვიყიდე ავტომობილი
ზარს მიშვებს რონალდინიო
ფულს მომთხოვს ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიოს ჩემპიონია.
ელტონ ჯონსა და მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელს სახლში ფანჯრის რაფები.
“ევრონიუსი” დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე




