სამწუხაროდ, ყველანი ვიღაცის შვილები ვართ. ვინმეს ძეობა და ასულობაც სამწუხაროა. სამწუხაროა ეს კუთვნილება და კლიშე, რომესაც გვარით ვატარებთ. ჩვენ ამის გარეშეც ვართ ის, ვინც ვართ და ამ გვარით მაინც ვერ ვიქნებით ის, ვინც არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვისი გენეტიკური მახასიათებლებია ჩემი უჯრედების ბირთვებში. მე მაინც ცალკე ტიპი ვარ, არც არავის ძე, არც არავის ასული.
ჩამომართვით ეს გვარი, სახელი და დამნომრეთ, უბრალოდ ვიქნები მერამდენეღაცა ახალშობილი, რომელიც თავისით დაირქმევს სახელს.




