ბებიაჩემთან, მარტვილიში როცა ჩავდივარ, იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება, ვერ წარმოიდგენთ. ახლა დაგეგმილი მაქვს, შემდეგ ჩასვლაზე ყველაფერი კამერაზე ჩავიწერო და პატარა ფილმისმაგვარი რაღაც გავაკეთო. სანამ ეს გამიკეთებია, მანამდე მისი გათხოვების სახალისო ამბავს მოვყვები.
ბებიაჩემი ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იყო. ჰქონდა ორი გრძელი ნაწნავი, რომელიც წელსაც კი სცდებოდა. ერთხელ მეზობლის გასვენებაში ემსახურებოდა ქელეხის სუფრას. ბედად, იმ სუფრაზე ბაბუაჩემის მამაც იმყოფებოდა(ანუ, ბებიაჩემის პოტენციური მამამთილი).
მცირე გადახვევა: ბაბუაჩემის მამას მალხაზი ერქვა, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო, გარდა ამისა ჰყავდა ბევრი საქონელი(




