თეთრი და ლურჯი ისეთი ფერებია, მარტო თვალების კი არა გონების დაბნელებამდეც მიყავხარ. რომ გინდოდეს სიგარეტს ბოლომდე ვერ მოწევ, გგონია ორგანიზმი გეწვება შიგნიდან.სიჩუმეს ყურების შემაწუხებელი წუილი მოაქვს და ამ წუილის ჩასახშობად რამე ხმაურიან ფიქრებს ეძებ.
მე ხმაური მიყვარს!
ზიხარ კავკასიონის ქედის ერთ მომცრო მთაზე და უყურებ, ლურჯიდან ზუსტად გადატეხილ თეთრს. რატომღაც ჯერ ჰემენგუეი გაახსენდა, მერე “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, ალბათ იმიტომ რომ მთაზე გაყინულ ავაზას მიასგავსა თავის თავი. თავი რომელსაც დაჭერობანას ეთამაშება ხოლმე როცა ფიქრი უბრალოდ არ უნდა. სირბილზე გაახსენდა როგორ გარბის ოკეანის გადაღმა კონტინენტის ერთი




