მხვდა რა დათაგვის პატივი წილად lex tempus–ისგან , მივაშურე ჩემს კუთვნილ დაშბორდს. ჯერ არ ვიცი, ხუთი იქნება, მეტი თუ ნაკლები და თუ იქნება საერთოდ, მაგრამ აღვნიშნო უნდა, რომ ნუმერაციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც პირველად გამახსენდა კი არა, რისი დაწერაც პირველად მომინდა.
როგორც თვით(და არა მხოლოდ)აღიარებულმა ეგოისტმა, უნდა ვთქვა, რომ საკუთარი თავისადმი გულგრილობას არ ვუჩივი. რა თქმა უნდა, ამ, ჩემს გარდა, ყველასთვის უმნიშვნელო საკითხზე არ დავწერდი, რომ არა ხვალინდელი დღის გამორჩეულობა. მივაღწიე საჭირო ასაკს და ჩემს ყნოსვის ორგანოსაც უნდა მივხედო უკეთ ფუნქციონირებისთვის. არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ ახლა.. თა




