არის ასეთი ფილმი, ”შადრევანი” (Fountain) ჰქვია მას და არანაირ კავშირში არ არის თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ახლახან გახსნილ შადრევნებთან. თუ თქვენ ეს ფილმი არ გინახავთ, გეტყვით, ბევრს ჰკარგავთ, ძალიან ბევრს. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ეს ფილმი ყველას როდი მოეწონება. ძალიან სპეციფიკურია და ოდნავ რთული საყურებელიც კი – ბოლომდე გასაგებად ერთხელ ნახვა შეიძლება არც გეყოთ. ეს იმ ფანტასტიკურ ფილმთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მხოლოდ გასართობად არ არის შექმნილი. ფილოსოფიური ფილმია, კარგი სპეცეფექტებითურთ.
მისი სიუჟეტი დასაწყისში შეიძლება დახლართული მოგეჩვენოთ, თუმცა, მალევე მიხვდებით ვინ ვინ არის და რას აკეთებს. ფილმში სამი მთა




