..ბნელა. ვსუნთქავთ, სანამ მათ სძინავთ, არსებით ვსუნთქავთ..
მარტოობაში რამდენ სისაძაგლეს წარმოიდგენს ადამიანი, რა საშინელებად ეჩვენება ყველაფერი მარტოსულს, რომელიც სრულიად თავისუფალია, ოღონდ გისოსებს შიგნით, ჩარჩოებში მოქცეული, ფეხით ჩატენილი, შემორაგულ-შემოკავებული დამპალი და ჩამოძონძილი ღობით, რომლის სიმყრალეს იმდენად მიეჩვია ცხვირი, რომ მწვანე ფოთლების, გრილი ნიავის, მიწისა და წვიმის ჰორიზონტის სუნსაც კი ვერ გაიხსენებს! ანდა, როგორ უნდა გაიხსენოს, მას ხომ არ ძალუძს დამპალი ღობის იქით გახედვა, წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება მის მიღმა.. მას ხომ წინასწარ დაუწერეს მთელი ცხოვრება და ისიც ვალდებულია იყოს პერსონაჟი, შეიბას თოკები და ვიღაც




