ოთახის ყვავილი
მჯერა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს გარესამყაროს.
ბავშვობაში ალბათ თქვენც დაგინახავთ შპალერის არშიებზე და მოხატულობებზე სხვადასხვა ცხოველები, ჯუჯები, მფრინავი ცხენები.
საერთოდაც, ერთი დიდი ფანტასტიკური საყაროს მცხოვრები ვარ.
საკმარისია ავადმყოფობისას ცოტა მაღალმა სიცხემ ამიწიოს (ან ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა მივიღო) და მაშინვე ზღაპრული არსებები მეცხადებიან.
ცოტათი მჯერა კიდევაც, რომ არაფერი არ მელანდება და რაღაც ასეთი სამყარო მართლა არსებობს, ელფებით, ტროლებით, ჯუჯებით, მფრინავი და ცალქრიანი ცხენებით, მზეთუნახავებით, კეთილი და ბოროტი დევებით, ნახევარღმერთე




