როდესაც შეცდომას ვუშვებთ, გვგონია, რომ მის გამოსწორებას ყოველთვის მოვასწრებთ. მთელი სამყარო ხომ ჩვენს ხელთაა! ჩვენ ვართ ყველაფრის ბატონ–პატრონები და პასუხისმგებლობის აღებას მერეც მოვახერხებთ! გვგონია, რომ განუსაზღვრელი დრო გვაქვს!
– 5 კილო მოვიმატე?! არაუშავს, ხვალიდან დიეტაზე გადავალ, დღეს კი საყვარელი ტორტით ვისიამოვნებ! – ამბობენ ჩემნაირები.
– ეს ბოლო ღერი სიგარეტია , ხვალიდან მოწევას თავს ვანებებ! – ამბობენ მწეველები.
– მშობლებისთვის არ დამირეკავს 1 თვეა?! ხვალ დავურეკავ! – ამბობენ დაკავებული შვილები.
– ჩემს ცოლ–შვილს ვეჩხუბე?! არაუშავს, ხვალ ვეტყვი, რომ ორივე ძალიან მიყვარს და ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად




