ბოლო ნაწილი
05.08.10
მეორე სართული, ბესოს სახლი.
მგონი, მეორე დღეა არაფერი დამიწერია. გუშინ რა ხდებოდა არ მახსოვს ზუსტად. ალბათ, ჩვეულებრივი დღე იყო. ვიყავით ან არ ვიყავით ტყეში, ვითამაშეთ ბილიარდი. მილიონზე მეტად ვახსენეთ ჯისპოტი, ჩუჩა, ვაგინა, სკვირტი და მისთანები, ახლა ყველა ამ სიტყვას ენაზე ვგრძნობ, არ არის კარგი შეგრძნება… გუშინ მწვადები შეგვიწვია ეზოში და კიდევ კარგი გამახსენდა, თორემ ამ ფაქტის გამოტოვება არ გამოვიდოდა. ეზომდე სანამ მივიდოდი ძალიან დავიღალე და საერთოდ აქ უკვე იმდენი ხანია ვარ, ამერია დღეები და საათები. ვიღვიძებთ შუადღეს და მგონია, რომ თბილისშიც გადამყვება ეს ჩვევა. გუშინ წინ ისევ გა




