კანალესი, დი მარია და კარვალიო – ამ სამი ახალწვეულის დებიუტი შედგება დღეს, ლა ლიგის პირველ ტურში “მალიორკას” წინააღმდეგ. ჟოზე მოურინიომ ისინი სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანა.
უკვე ცნობილია “რეალის” ზუსტი შემადგენლობა “მალიორკასთან” მატჩში. ჟოზე მოურინიომ შემდეგი თერთმეტეული შეადგინა: იკერ კასილასი; ალვარო არბელოა, რიკარდო კარვალიო, სერხიო რამოსი, მარსელო; ლასი, ჩაბი ალონსო, კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო კანალესი, ანხელ დი მარია; გონსალო იგუაინი.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com




